დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
საბუღალტრო კომპანია ტაქიონი
|
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
საბუღალტრო კომპანია "ტაქიონი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
** პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება და საბუღალტრო ბაზაში ასახვა;
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** სალაროს/ბანკის ოპერაციების ყოველდღიური ასახვა ბუღალტრულ პროგრამებში და მათი კონტროლი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, სისწორის კონტროლი და წარდგენა საგადასახადო ორგანოში;
** საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა ანგარიშგებების მომზადება (სტატისტიკა, საპენსიო ფონდი და ა.შ.);
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება / ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2);
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა "ბალანსი" ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურობა;
** შრომისმოყვარეობა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ჰიბრიდული
სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი (10:00-19:00)
ხელფასი: 1200 ლარი ხელზე გასაცემი, ზრდის პერსპექტივით პროექტებიდან გამომდინარე
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tachyongeo@gmail.com.
|
|
|
|