Робота для біженців з України
ინციდენტების მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტი - ღამის ცვლა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინციდენტების მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტი - ღამის ცვლა
მომწოდებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
მომწოდებელი აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: ინციდენტების მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტი - ღამის ცვლა.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობა:

** კომპანიის ავტომობილების გადაადგილების პროცესის ვიდეო და GPS მონიტორინგი;
** სწრაფი გადახდის აპარატის განულების პროცესის მონიტორინგი, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
** მონიტორინგის პროცესში საეჭვო და საყურადღებო მოვლენების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
** შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** ანალიტიკური, სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზების უნარი, რისკების შეფასების უნარი.

სამუშაო განრიგი: სამ ღამეში ერთხელ;
სამუშაო საათები: საღამოს 20:00 სთ-დან - დილის 07:00 სთ-მდე, კვირა დღეს - საღამოს 19:00 სთ-დან - დილის 07:00 სთ-მდე, არაუმეტეს კვირაში 40 საათისა;
ხელფასი: ხელზე ასაღები 1200 ლარი;
ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 6 თვე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე