დასახელება:
სტაჟიორი
|
მომწოდებელი:
ეისითი
|
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
კვლევისა და მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია "ეისითი" ეძებს დეტალებზე ორიენტირებულ და ანალიტიკური უნარების მქონე სტაჟიორს, რომელიც შემოუერთდება მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს საუკეთესო შედეგების მიღწევის პროცესში.
პოზიცია: სტაჟიორი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის 1 შესახვევი, #4
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30 (ჰიბრიდული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 1 სთ შესვენებით)
ანაზღაურება: 1000 ლარი
რა არის ჩემი პოზიციის/როლის მთავარი მიზანი?
განვითარების პროექტების შეთავაზებების მომზადებაში ადმინისტრაციული მხარდაჭერა
რისი გაკეთება მომიწევს?
** გუნდის წევრების: გუნდის ლიდის, ფონდების მოძიების და ტენდერების სპეციალისტის, პროექტის ოფიცრის ასისტირება ადმინისტრაციულ საკითხებში;
** შეთავაზებების მომზადებაში ჩართულობა/მხარდაჭერა;
** სატენდერო მოთხოვნების შესაბამისად დოკუმენტაციის დაფორმატება და ინფორმაციის რეორგანიზება;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის მომზადება, ხელმოწერის უზრუნველყოფა
** კონტრაქტების და ქვე-კონტრაქტების არქივაცია და რეგისტრირება.
რა ცოდნა მჭირდება?
** ბიზნესის ადმინისტრირება (BA)
** ინგლისური ენის ცოდნა (C1)
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
რა სამუშაო გამოცდილება მჭირდება?
სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი
რა უნარები დამეხმარება ჩემი სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში?
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** თვითორგანიზებულობა
** ანალიტიკური აზროვნება
** გამართულად წერის უნარი
ეისითი კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. 3 კონტინენტზე, 30 -ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.act-global.com
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2025 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com. მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე და არა რასის, კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის იდენტურობის, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში.
გაცნობებთ, რომ შპს "ეისითი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ ზემოთ მოცემულ მეილზე.
გისურვებ წარმატებას!
|
|
|
|