დასახელება:
მერჩენდაიზერი/პრომოუტერი
|
მომწოდებელი:
იფქლი
|
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
კომპანია "იფქლი" 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურ-ფუნთუშეულს. "იფქლის" პოპულარობას განაპირობებს მაღალი ხარისხი, პროდუქციის მრავალფეროვნება და ცხობის მრავალწლიანი ტრადიცია. დღესდღეობით კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახეობის პურ-ფუნთუშეულს, რომლითაც თბილისი, კახეთი, გორი, რუსთავი, მცხეთა, ქუთაისი და ბათუმი მარაგდება.
კომპანია "იფქლი" ვაკანსიას აცხადებს მერჩენდაიზერის/პრომოუტერის პოზიციაზე, ქალაქ რუსთავში.
აუცილებელი მოთხოვნა: აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** გაყიდვების წარმოების უნარი;
** სწრაფი ათვისების უნარი;
** კომუნიკაბელური.
მოვალეობები:
** პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა;
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პროდუქტის შეთავაზება;
** პროდუქციის სარეალიზაციო თაროზე განთავსება;
** პროდუქციის ვადებისა და ნაშთების კონტროლი;
** სარეალიზაციო ობიექტში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ნაშთების აღრიცხვა.
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე - 593282221
|
|
|
|