დასახელება:
ჯუნიორ Key Account მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯეოსტარი
|
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიებს ჯუნიორ Key Account მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.
შპს "ჯეოსტარი" დაფუძნდა 1995 წელს და არის ერთ-ერთი წარმატებული სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით როგორებიც არიან: BIC, Papia, Familia, Avedov, Zlato, Bonduelle, Pompea, Sisi, Filadoro, Glamur Parex, Dalan და ა.შ
ფუნქცია-მოვალეობები:
** ქსელური ობიექტების შეთანხმებული ასორტიმენტის მონიტორინგი;
** ფასების ცვლილების შემთხვევაში ქსელებისთვის ინფორმაციის ელ. ფოსტით გადაგზავნა და დასტურის კონტროლი;
** კონტრაქტებში გაწერილი პირობების (პრომო ვალდებულებების) შესრულების მონიტორინგი;
** ქსელურ ობიექტებში ფორმატების მიხედვით შეთანხმებული პლანოგრამების დაცვის მონიტორინგი;
** არასწორი ფასის; არასწორი შეკვეთების და სხვა პრობლემების დროული მოგვარება (გრაფიკი, ვარგისიანობის ვადები ...)
** ქსელების მიხედვით ბრენდების და კონკრეტული ნომენკლატურების გაყიდვების ანალიზი და მიგნებების მენეჯერისთვის მიწოდება;
** მიცემული დავალებების მიმდინარე სტატუსების შესახებ მენეჯერისათვის ინფორმაციის ყოველ დილით მიწოდება.
** უშუალო ხელმძღვანელთან და ბრენდ მენეჯერებთან ერთად პრომო აქციების და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა & შეთანხმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესი, მარკეტინგი, ეკონომიკა ან სხვა შესაბამისი მიმართულება);
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word; Excel; PPT)
** ძლიერი მოლაპარაკებების უნარები და კომერციული აზროვნება;
** კარგი ანალიტიკური უნარები (გაყიდვების მონაცემების, ბაზრის ტენდენციების შეფასება);
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** მდებარეობა: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, სამგორის ქუჩა 36 ბ
** სამუშაო საათები: 9:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა)
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო.
** ანაზღაურება: 120 ლარი
** ფიტპასის
** კორპორატიული ნომერი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@geostar.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შპს " ჯეოსტარ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს " ჯეოსტარი"
-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
შპს "ჯეოსტარი "კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|