Робота для біженців з України
შეფ-მზარეული - თბილისის აეროპორტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: ბი თი ეი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
"ბი თი ეი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი;
გრაფიკი: 8 საათიანი
კვირაში 5 სამუშაო დღე;

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული ნედლეულის ხარისხისა და შენახვის პირობების მონიტორინგი;
** სამუშაო სივრცეებში განთავსებული დანადგარებისა თუ მოწყობილობების ტექნიკური და ვიზუალური მონიტორინგი;
** სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვა და მიმდინარე პროცესების გადანაწილება;
** კერძების მომზადების პროცესში ჰიგიენური ნორმების დაცვისა და გამოსაყენებელი ნედლეულის ხარისხის კონტროლი;
** ახალი თანამშრომლის მომზადების პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი;

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია სამზარეულოში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება.
** აუცილებელია 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება შეფ-მზარეულის ან აღმასრულებელი შეფ-მზარეულის პოზიციაზე;
** კულინარიული პრაქტიკებისა და სამზარეულო ინგრედიენტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული და ევროპული სამზარეულოს მომზადების წესის სრულფასოვნად ცოდნა;
** გუნდისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი/გამოცდილება აუცილებელია.
** აუცილებელია ინგლისურის სრულფასოვნად ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** დინამიკურ პროცესებთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
** გუნდის მოტივირებისა და სწორად მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** დროისა და პროცესების სწორად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ტრანსპორტირებას;
** კვებას;
** დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tamar.mikeladze@bta.com.tr და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 988 099;
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე