Робота для біженців з України
ურბანისტ-არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ურბანისტ-არქიტექტორი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ ურბანისტ-არქიტექტორს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** ქალაქგეგმარებითი და ურბანული ანალიზის ჩატარება;
** სივრცითი განვითარების კონცეფციისა და გენერალური გეგმის მომზადება;
** არქიტექტორების, ლანდშაფტის დიზაინერების, ინჟინრებისა და სხვა სპეციალისტების კოორდინაცია პროექტის სხვადასხვა ეტაპზე;
** მიწის ნაკვეთების განვითარების პოტენციალის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** მუშაობა გენერალური გეგმებისა და დეტალური დაგეგმარების დოკუმენტაციაზე;
** კომუნიკაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
** პრეზენტაციების და სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** აუცილებელია მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ურბანული დაგეგმარებისა და სივრცითი განვითარების მიმართულებით (მინიმუმ 5 განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადებაში მონაწილეობის გამოცდილება);
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ქალაქგეგმარებით ნორმების, სამშენებლო რეგულაციებისა და ზონირების კოდექსის ცოდნა;
** აუცილებელია Autocad, Archicad, Sketchup, GIS Tools, Lumion, Adobe Photoshop, MS Office, AI -Assisted Design პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** Revit, Rhino, V-Ray, Cad Documentation ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე