Робота для біженців з України
საწარმოს მზარეულის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: რესტორანი ორო
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
რესტორნების ქსელი "ორო" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს მზარეულის დამხმარის პოზიციაზე რესტორნების ქსელ "ოროში", რომელშიც წარმოდგენილია ქართული სამზარეულო, შექმნილია ჩვენი გამოცდილი შეფმზარეულების მიერ, გვაქვს დიასახლისის ვაკანსია.

სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული (5 სამუშაო დღე; 2 დასვენების დღე; 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
** მზარეულად მუშაობის გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის ნახევარფაბრიკატების მარაგით უზრუნველყოფა, შესაბამისი დროისა და სტანდარტების მიხედვით;
** ხორც-პროდუქტების, ბოსტნეულის, ნახევარ-ფაბრიკატების დამუშავება;
** მის პასუხისმგებლობაში არსებული პროდუქციის კალკულაციის დათვლა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** 50%-იან ფასდაკლებას "სტრადას" და "ოროს" მსრულ მენიუზე, სამუშაო დღის განმავლობაში.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "საწარმოს მზარეული", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე