Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=675645&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი თი სი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში "ჯი თი სი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისის ფილიალში.

კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, "ჯი თი სი" ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122
თანამდებობის დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი)
ანაზღაურება: 3000-3500 ფიქსი (გამოცდილების მიხედვით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** საერთაშორისო მომწოდებლების მოძიებასა და შეფასებაში მონაწილეობის მიღება შესყიდვების დეპარტამენტის გუნდის წევრებთან ერთად;
** კონკურენტული ფასების მოძიება და კომპანიის სტანდარტებთან შესაბამისობა საერთაშორისო ბაზარზე;
** საერთაშორისო შეკვეთების მართვა და საქონლისა და მომსახურების დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
** მარაგების მონიტორინგი და მოთხოვნის პროგნოზირება დეფიციტის თავიდან აცილებისა და მარაგების ეფექტურად მართვისთვის;
** ბაზრის კვლევის განხორციელება ფასების ტენდენციებისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის შესასწავლად;
** შესყიდვების შეკვეთების, ფასებისა და მომწოდებლების მონაცემების ზუსტი ჩანაწერების შენახვა;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია მიწოდებასთან, ხარისხთან ან ფასების შეუსაბამობებთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად;
** შესყიდვების მენეჯერის მხარდაჭერა მომწოდებლებთან პირობების მოლაპარაკებებში და ხელსაყრელი კონტრაქტების უზრუნველყოფაში;
** კომპანიის შესყიდვების პოლიტიკის, ხარისხის სტანდარტებისა და ეთიკური წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება შესყიდვების სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა, ორგანიზება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:
www.gtcgroup.ge.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია