Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: HSE Group
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
"HSE Group" არის შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. "HSE Group" თანამშრომლობს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან. კომპანიის მიზანია შრომის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პარტნიორ კომპანიებში უსაფრთხო სამუშაო სივრცის შექმნა, მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება როგორც ქვეყნის კანონმდებლობაზე, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://hsegroup.ge/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კახეთის რეგიონი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული

სამუშაოს აღწერა:

** რისკების შეფასება და მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღვრა;
** პარტნიორ კომპანიებში არსებულ სიტუაციაზე ანგარიშგება/რეპორტინგი;
** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების გატარება;
** საჭიროების შემთხვევაში ინციდენტის კვლევა და ანგარიშის მომზადება;
** დოკუმენტაციის შემუშავება;
** დასაქმებულთათვის გეგმური და მიზნობრივი ინსტრუქტაჟების ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობისა და რეგლამენტების ცოდნა სავალდებულოა;
** რისკების შეფასების დოკუმენტის შედგენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** მართვის მოწმობა B კატეგორია, (სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა).

უნარები და პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@hsegroup.ge 17 ნოემბრის ჩათვლით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ შპს "ეიჩეს ჯგუფი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

შპს "ეიჩეს ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე