დასახელება:
ექაუნთ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სადაზღვევო კომპანია ვაიზერი
|
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
სადაზღვევო კომპანია "ვაიზერი" აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სადაზღვევო პროცესის სრული ადმინისტრირება;
** ოჯახის ექიმთან ვიზიტის ორგანიზება და სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება;
** სადაზღვევო საკითხებთან დაკავშირებით სატელეფონო დახმარება და კონსულტაცია;
** ონლაინ ანაზღაურება;
** ქირურგიული ჩარევისას საგარანტიო წერილის ორგანიზება;
** ვიწრო სპეციალისტთან მიმართვების გაცემა - კომპეტენციის გათვალისწინებით დაზღვეულის სამედიცინო ჩივილების საფუძველზე;
** ექიმ სპეციალისტის დანიშნულების საფუძველზე მიმართვების გაცემა - მედიკამენტების (მათ შორის ქრონიკული), ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენის (ინგლისური) სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანობა და დიპლომატიურობა;
** დამარწმუნებლობა და კარგი არგუმენტაციის უნარი;
** პუნქტუალობა და აკურატულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@wizer.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ
გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ სადაზღვევო კომპანია "ვაიზერი"-მა შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@wizer.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322 185 555). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სადაზღვევო კომპანია "ვაიზერი"- ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც სადაზღვევო კომპანია "ვაიზერი"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|