Робота для біженців з України
რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Georgia Destination Management
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი", რომელიც შემომყვანი ტურიზმით არის დაკავებული და პარტნიორი კომპანიები ჰყავს "გალფი"-სა და "დე სე თე"-ს ქვეყნებში, აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** აუცილებელია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).

მოვალეობები:

** უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან იმეილით კორესპონდენცია;
** სასტუმროების კომუნიკაცია, რეზერვაცია, ონლაინ ჯავშნების მიღება;
** ტურისტულო პაკეტის შექმნა და შეთავაზება;
** სარეზერვაციო სისტემაში მონაცემების შეყვანა;
** რეზერვაციების მენეჯერის უფლებამოსილების ფარგლებში, გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საჭირო უნარები:

** ძლიერი მოლაპარაკების, კომუნიკაციის უნარი;
** მონაცემების ანალიზი და კონტროლი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: HR@GDM.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი"

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე