Робота для біженців з України
ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციის მენეჯერი
მომწოდებელი: იმპექსი
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 120-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1300-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 25 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ეროვნულ, აღიარებით, პროაქტიულ და შეტყობინებების რეჟიმში ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის შესაძლებლობის დადგენა და პროცესის წარმართვა;
** სარეგისტრაციო პროცედურის ფარგლებში ურთიერთობა თარჯიმნებთან;
** დოკუმენტაციის მოწესრიგება რეგისტრაციისათვის (დასკანერება, ასლების გაკეთება, ამობეჭდვა);
** ჯანდაცვის სამინისტროში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ჩაბარება/მიღება;
** აქტიური სარეგისტრაციო პროცესებისა და შეჩერების წერილების ვადების კონტროლი;
** სარეგისტრაციო მოწმობების კონტროლი და რეესტრის წარმოება: ჯანდაცვის სამინისტროდან მათი აღება, არქივის წარმოება, საჭიროებისამებრ მომწოდებლისათვის მიწოდება;
** კომპანიის პოზიციების სარეგისტრაციო ვადების კონტროლი და რეგისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** იმპორტის განხორციელებამდე შეფუთვა-მარკირების შემოწმება რეგისტრაციის კუთხით;
** რეგისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელისათვის დახმარების გაწევა საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია, ჯანდაცვის, მედიცინის ან/და ფარმაცევტული მიმართულებით;
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე, სასურველია რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 ნოემბერი, 2025წ.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე