Робота для біженців з України
ფილიალის მმართველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მმართველი
მომწოდებელი: კ-მოტორსი
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
კომპანია "კ-მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მმართველის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალში მომუშავე თანამშრომლების პერსონალის მართვა;
** ფილიალში მომუშავე თანამშრომლების მიერ დისციპლინის, მომსახურების და რეალიზაციების პროცესის კონტროლი;
** სერვისის თანამშრომლების მიერ დისციპლინისა და მომსახურების სტანდარტების დაცვის მეთვალყურეობა;
** ბოქსებზე არსებულ შეფერხებებზე და პრობლემატურ შემთხვევებზე დროული რეაგირება;
** სერვისის თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** სერვისის ბოქსებში სისუფთავის და წესრიგის კონტროლი;
** სერვისის დანადგარების გამართულობის კონტროლი;
** სერვისის პერსონალის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, უკმაყოფილების მიზეზის დადგენა და პრობლემატური საკითხის მოლაპარაკების გზით მოგვარება;
** საწყობში მიმდინარე პროცესის კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება:
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;

საჭირო უნარები:

** გუნდის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრობლემების მოგვარების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09: 00 - 18: 00, შაბათ დღეს 09: 00 საათიდან 17:00 საათამდე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული და ბონუსი გამომუშავებით (მინიმალური ანაზღაურება 3000 ლარი ხელზე).

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტაბილური დასაქმება და კარიერული ზრდის პერსპექტივა
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილით სარგებლობა
** მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო, სადაც შედეგი ფასდება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@k-motors.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე