Робота для біженців з України
ტოპო-გეოდეზისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტოპო-გეოდეზისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ტოპო-გეოდეზისტის პოზიციაზე.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 2000 ლარი (დარიცხული თანხა)
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი - ფეიქრების ქუჩა N14

ძირითადი მოვალეობები:

** წინასაპროექტო მოკვლევით სამუშაოების წარმოება, კერძოდ "GPS"-ის და "ელექტრონული ტაქეომეტრი"-ს საშუალებით წერტილების აღება და ტერიტორიის აგეგმვა;
** საპროექტო ქსელის დაკვალვა, სამშენებლო მოედანზე მოსაწყობი ქსელის მონიშვნა;
** სქემატური ნახაზების და ტოპოგრაფიული რუკების შედგენა;
** არსებული ქსელის აზომვა;
** მონაწილეობა ქსელების ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის პროცესში;
** დეპარტამენტის კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა. დაზიანების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი/პროფესიული განათლება ტოპო-გეოდეზიის განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ობიექტების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ, მეთოდური და ნორმატიული მასალების ცოდნა;
** "GPS"-ს და ელექტრონული ტაქეომეტრის ექსპლუატაციის ცოდნა;
** ტოპოგრაფიული გეგმების მომზადების სტანდარტებისა და წესების ცოდნა;
** MS Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** გრაფიკული პროგრამების: ArcGIS AutoCAD საშუალო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დედლაინების მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge
გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე