Робота для біженців з України
ონლაინ შეკვეთების შემგროვებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ შეკვეთების შემგროვებელი
მომწოდებელი: Super
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
კომპანია "სუპერის" ისტორია 2005 წელს თბილისში გახსნილი პირველი მაღაზიით იწყება. დღესდღეობით ქსელში 100-ზე მეტი ბრენდი და 20.000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია არის წარმოდგენილი. მათ შორისაა მრავალი ევროპული ბრენდი, რომელიც "სუპერმა" ექსკლუზიურად შემოიყვანა საქართველოში: Luminarc, Bormioli, Pyrex, Brabantia, RCR, Zwilling, Amefa, Samsonite, TVS, Kitchen Aid და სხვა. "სუპერის" მაღაზიებს შეხვდებით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და გორში, პროდუქციის რეალიზაცია კი საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე სავაჭრო ქსელში ხორციელდება.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://superstore.ge/about-super/

კომპანია "სუპერი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ შეკვეთების შემგროვებლის პოზიციაზე.

გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

ფუნქცია მოვალეობები:

** გლოვო, ვოლტი და Superstore.ge-ის დელივერის პლატფორმებზე შემოსული შეკვეთების მართვა.
** შეკვეთილი პროდუქციის დარბაზის ტერიტორიაზე მოძებნა და შეკვრა.
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან კომუნიკაცია სატელეფონო ზარით

ძირითადი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში
** ორ ცვლიანი სამუშაო განრიგი 10:00 - 19:00 ან 13:00 - 22:00
** ორი დასვენების დღე კვირაში. (დასვენების დღეების გამოყენება შესაძლებელია ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით)
** ანაზღაურება: 950 ლარი გადასახადების ჩათვლით
** ლოკაცია: საბურთალო, ვაჟა-ფშაველას 70 City Mall-ის შენობაში

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@superstore.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე