Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=675592&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო ხარისხის კონტროლის სამსახურის სპციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო ხარისხის კონტროლის სამსახურის სპციალისტი
მომწოდებელი: მედკაპიტალი
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
შპს "მედკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

ანაზღაურება: შეთანხმებით
ადგილმდებარეობა: თბილისი, ილია ვეკუას 18;
სამუშაო დრო : ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-17:30 .

კომპანიის შესახებ:

შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში და პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ამბულატორულ მომსახურებას. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** სამედიცინო დოკუმენტაციის, მათ შორის, კლინიკის შიდა ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის, რეგულაციების შესაბამისად, წარმოების უზრუნველყოფა;
** პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი და შესაბამისი რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
** სამედიცინო პერსონალის მუშაობის ზედამხედველობა, დიაგნოსტიკური, სამკურნალო - პროფილაქტიკური კონტროლი;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის და პაციენტთა რეგისტრაციის წარმოების ერთიანი წესის კონტროლი;
** ამბულატორიულ ბარათებში, სამედიცინო პერსონალის მიერ გაკეთებული ჩანაწერების კონტროლი, მათ შორის, დასმული დიაგნოზების სისწორისა და გაწეული მკურნალობის ხარისხის კონტროლი;
** სახელმწიფო სტრუქტურების მიერ კლინიკის საქმიანობის შესახებ გამოცემული ნებისმიერი კანონის, დადგენილების, ბრძანების და ა.შ. უმოკლეს ვადებში შესწავლა და გამოყენება;
** კლინიკის მენეჯერებისა და სამედიცინო პერსონალის დროული ინფორმირება სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო და/ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება (ამბულატორიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ამბულატორიული სერვისების თანამედროვე სტანდარტების, კანონმდებლობის, რეგულაციების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

სხვა უნარ-ჩვევები:

** ეფექტრური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეების ათვისების უნარი.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@Medcapital.ge, 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება;
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.წარმატებას გისურვებთ!

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მედკაპიტალი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია