Робота для біженців з України
მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელი
მომწოდებელი: რესტორანი ლოლიტა
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
რესტორანი "ლოლიტა" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭოველიძის 7.
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** პურ-პროდუქტების და სხვა შეკვეთების არსებული რეცეპტებითა და სტანდარტების მიხედვით მომზადება;
** საჭირო პროდუქტის ხარისხის და ეფექტური სასაწყობე რაოდენობის კონტროლი;
** ყველა შეკვეთის სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით შესრულება;
** სტანდარტების და ჯგუფის აღმასრულებელი შეფ მზარეულის მიერ დადგენილ რეცეპტების შესრულება;
** საცხობის მაცივრების, დანადგარებისა და ღუმელების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა;
** ჰიგიენის ნორმების დაცვა;

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კომპანია (შპს "აჭარა ჯგუფი"; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.

კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/tXpCvGrBks
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე