Робота для біженців з України
ვეტერინარ-ტექნოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვეტერინარ-ტექნოლოგი
მომწოდებელი: ჯი პი პი
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე "ნოსტე"-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.

კომპანია "ნოსტე" აცხადებს ვაკანსიას ფრინველის (სადედე და ბროილერი) ვეტერინარ-ტექნოლოგის პოზიციაზე.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass და სხვა ბენეფიტები;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფრინველთა მოვლა - პატრონობა;
** ფრინველთა კვებისა და ვაქცინაციის უზრუნველყოფა და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ვეტერინარიის, ზოოტექნიკის ან მსგავსი მეცნიერებების მიმართულებით უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ფრინველის კვების, მოვლისა და ვაქცინაციის პროცესების სრულად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: კასპის რაიონი, სოფელი ნოსტე და სოფელი ბარნაბიანთკარი (ტრანსპორტირებას და კვებას უზრუნველყოფს კომპანია)
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: შეთანხმებით

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯი პი პი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@gpp.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე