Робота для біженців з України
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Whiz.io Soft
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
კომპანია "WHIZ.IO SOFT"-ი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენ ვქმნით პროგრამულ გადაწყვეტებს, რომლებიც უნიკალურად მოერგება თითოეული კომპანიის ბიზნეს-პროცესებს, გამორჩეული მოქნილობითა და ინოვაციურობით.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია Voip ადმინისტრირების საბაზისო ცოდნა;
** Windows და Linux ოპერაციული სისტემების საბაზისო ცოდნა
** ქსელური ინფრასტრუქტურის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
** მოტივაცია და სიახლეების სწავლის სურვილი;
** დროის ეფექტური მართვა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სასურველია მინიმუმ 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;

სამუშაო პირობები:

** ორშაბათი-პარასკევი, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ოფისში;
** ადგილმდებარეობა ქ. თბილისი;
** ანაზღაურება შეთანხმებით;

თუ თვლით, რომ მოცემულ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, ჩვენს გუნდში თქვენი მუშაობა გაგვიხარდება.

გთხოვთ CV გადმოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@whizio.ge და Subject-ში მიუთითეთ ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი.

წარმატებებს გისურვებთ!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე