დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Whiz.io Soft
|
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
კომპანია "WHIZ.IO SOFT"-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ ვქმნით პროგრამულ გადაწყვეტებს, რომლებიც უნიკალურად მოერგება თითოეული კომპანიის ბიზნეს-პროცესებს, გამორჩეული მოქნილობითა და ინოვაციურობით.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ციფრული პროდუქტების/სერვისების შეთავაზება პოტენციური კლიენტებისთვის;
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა პირველადი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და საჭიროებების გამოვლენა;
** ბაზრის კვლევა, კონკურენტების მუდმივი შესწავლა-ანალიზი;
** კომპანიის პროდუქტის მახასიათებლების კარგად ცოდნა;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
** ყოველთვიური გეგმის შესრულება;
** რეპორტინგი;
ძირითადი მოთხოვნები:
** კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** მაღალი დონის პასუხისმგებლბის გრძნობა;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** საოფისე ინსტრუმენტების ცოდნა - Word, Excel, PowerPoint, CRM
დამატებითი ინფორმაცია:
** დასაქმების ფორმატი: სრული განაკვეთი
** სამუშაო გარემო: საოფისე;
** ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი
თუ თვლით, რომ მოცემულ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, ჩვენს გუნდში თქვენი მუშაობა გაგვიხარდება.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტული საბონუსე სისტემა;
** კარიერული განვიტარების შესაძლებლობა;
გთხოვთ CV გადმოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@whizio.ge და Subject-ში მიუთითეთ გაყიდვების მენეჯერი
წარმატებებს გისურვებთ!
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
|
|
|
|