დასახელება:
სასტერელიზაციო ექთანი
|
მომწოდებელი:
ინოვა ინ ვიტრო
|
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
შპს "ინოვა ინ ვიტრო" აცხადებს ვაკანსიას სასტერილიზაციო ექთნის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ან 2 კანდიდატი ნახევარი განაკვეთით
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის მე-2 შეს. N6
ანაზღაურება: შეთანხმებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ექთნის დიპლომი ან შესაბამისი სერტიფიკატი;
** მუშაობის გამოცდილება სტერილიზაციის ან საოპერაციო ბლოკში ჩაითვლება უპირატესობად;
ძირითადი მოვალეობა:
** სამედიცინო ინსტრუმენტებისა და მასალების მიღება, დათვლა და მდგომარეობის შემოწმება
** ინსტრუმენტების წინასწარი და საბოლოო გასუფთავება, დეზინფექცია და სტერილიზაცია
** ავტოკლავის და სხვა სტერილიზაციის აპარატურის მართვა და ციკლების კონტროლი
** სტერილური მასალების სწორად დაფასოება, მარკირება და აღრიცხვა
** სტერილური პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა და განყოფილებებისთვის დროული მიწოდება
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
პიროვნული თვისებები:
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა, გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა, აკურატულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 577327098 თეა
|
|
|
|