Робота для біженців з України
მარკეტინგული პროექტების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგული პროექტების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქართა 14გ
გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა

მოვალეობები:

** ვებგვერდის ან/და სოც. მედიის კონტენტის განახლების მიზნით ბრენდებთან კომუნიკაცია;
** CRM-ისათვის მომხმარებელთა ბაზის განვითარება;
** საბეჭდი ფაილების შექმნა/განახლების მიზნით დიზაინერებთან კომუნიკაცია;
** ონლაინ საკომუნიკაციო არხების საშუალებით მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** შემომავალი და გამავალი ზარების მონიტორინგი;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებისა და მარკეტინგის მიმართულებით;
** ინგლისური/რუსული B2;
** ფოტოშოპის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** facebook ads manager-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელფოსტაზე: vacancy@grc.ge 2025 წლის 26 ოქტომბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "მარკეტინგული პროექტების სპეციალისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე