დასახელება:
შესყიდვების ანგარიშგების განყოფილების უფროსი
|
მომწოდებელი:
საქართველოს მელიორაცია
|
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
|
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ანგარიშგების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** განყოფილებისთვის დაკისრებული დავალებების თანამშრომლებზე გადანაწილება და განყოფილების საქმიანობის წარმართვა.
** კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან შესყიდვების გეგმის შემუშავება, დაფინანსების წყაროების განსაზღვრა და კონტროლი. მონაცემების EPLAN მოდულში ასახვა.
** eDocument სისტემაში შესყიდვების მოთხოვნების შემოწმება და გეგმასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. კომპეტენციის ფარგლებში, სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტების განხილვა და ვიზირება/ხელმოწერა.
** კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშგების მიზნით სათანადო ინფორმაციის წარდგენა შესყიდვების სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში.
** ხელშეკრულებების ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოება, შესრულებების აღრიცხვა და გეგმის კონტროლის განხორციელება.
** დოკუმენტების ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში და შესაბამისი სტატუსის მინიჭება.
** ვადაგადაცილებისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე წერილის სახით მიმწოდებლების ინფორმირება.
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის საწარმოო რესურსების დაგეგმარების (ERP) პროგრამაში ოპერირება.
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, იურიდიული და ფიზიკური პირების წერილების/განცხადებების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი განათლება იურიდიული ან ეკონომიკური მიმართულებით სასურველია მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
** სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
** სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
** საქართველოს კონსტიტუცია;
** "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint, Outlook, Internet Explorer);
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი).
სხვა მოთხოვნები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გამართულად წერის უნარი (მათ შორის ელექტრონული მიმოწერა, ანგარიშების მომზადება);
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ორგანიზებული/მოწესრიგებული;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 03.11.2025
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "შესყიდვების ანგარიშგების განყოფილების უფროსი".
"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაცია"-ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: AM.Vacancy@ag.ge
|
|
|
|