Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=675478&print=yes&view=jobs
 
C კატეგორიის მძღოლი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: C კატეგორიის მძღოლი
მომწოდებელი: ოპ-არტი
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
ავეჯის საწარმო "ოპ-არტი" აცხადებს ვაკანსიას ნატახტარში C კატეგორიის მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

** სრული დასაქმება: 40 საათი კვირაში
** ანაზღაურება: 2500 ლარი

სამსახურის აღწერა:

** დამზადებული ავეჯის გადატანა საწარმოდან კონკრეტული ლოკაციამდე (ნატახტარი);
** ტრანსპორტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და გეგმური/არაგეგმური ვიზიტების განხორციელება შესაბამის სერვისცენტრებში;
** ტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობისა და სისუფთავის კონტროლი

სამუშაოს მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა C კატეგორიით სავალდებულოა;
** მძღოლის პოზიციაზე მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაციის უნარი

რეზიუმეს გაგზავნა და პერსონალური მონაცემები:

დაინტერესების შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: kh.devidze@op-art.ge და Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.

მონაცემების დამუშავების მიზანი: მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია