დასახელება:
მომსახურების პერსონა
|
მომწოდებელი:
ანძა
|
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
ამერიკული სტილის ბარბექიუ რესტორანი "ანძა" - ANDZA.BBQ აცხადებს ვაკანსიას მომსახურების პერსონაზე.
ANDZA.BBQ არის ამერიკული სტილის ბარბექიუ რესტორანი, სადაც კერძები ნელა იბოლება სმოუკერში. ანძაზე განსხვავებული გემოები და ატმოსფეროა.
რესტორანს აქვს ინდუსტრიული, თუმცა მყუდრო და დახვეწილი გარემო.
ჩვენ ვეძებთ გუნდურ და სტუმართმოყვარე ადამიანებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ ადგილას, რომელიც განსხვავებულია თბილისის რესტორნებისგან.
გრაფიკი: 5/2, 15:00 - 00:00
ანაზღაურება: 1400 + თიფი (საშუალოდ 2000 ლარი და მეტი)
ფუნქცია-მოვალეობები:
** მენიუს შემადგენლობის ცოდნა;
** მომსახურების წესების დაცვა;
** სტუმრების მიღება, სწრაფი და სტუმართმოყვარე მომსახურების გაწევა;
** მაგიდების ალაგება და სისუფთავის კონტროლი;
** სტუმრისთვის ანგარიშის მიტანა და გადახდის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა;
** სამუშაო ინვენტარის მოფრთხილება;
** სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო (მონდომებას უფრო ვაქცევთ ყურადღებას);
** ქართული და ინგლისური ენის ცოდნა;
** სტუმართმოყვარე მომსახურების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: andza.bbq@gmail.com ან მოგვწერეთ ინსტაგრამ გვერდზე: https://www.instagram.com/andza.bbq/
|
|
|
|