Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=675464&print=yes&view=jobs
 
ბრანჩის მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრანჩის მზარეული
მომწოდებელი: HR Insights
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
საკონსულტაციო კომპანია "HR Insights" ეხმარება ორგანიზაციებს ადამიანური კაპიტალის მართვის სისტემების შექმნასა და დანერგვაში. ჩვენი მიზანია პარტნიორ კომპანიებში ერთიანი ძალისხმევით შექმნათ ჯანსაღი და ეფექტური სამუშაო კულტურა.

ამჟამად "HR Insights" ერთ-ერთი წარმატებული ყავისა და დესერტების კაფესათვის "Stories.Cafe" ეძებს ბრანჩის მზარეულს.

ტურისტულ ცენტრში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე კაფე უკვე არაერთი წელია უმასპინძლდება სტუმრებს გემრიელი ყავით, დესერტებითა და ბრანჩით.

რისი კეთება მოგიწევს:

** შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების შესრულება;
** ბრანჩის მენიუს მომზადება შესაბამისი რეცეპტების მიხედვით;
** პროდუქციის რაოდენობისა და ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
** სურსათის უვნებლობისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
** სამუშაო გარემოს სუფთად და ორგანიზებულად შენარჩუნება.

შენგან დაგვჭირდება, რომ:

** გიყვარდეს კულინარია და გსურდეს ამ სფეროში განვითარება, მეტის სწავლა;
** გაგვიხარდება თუ გექნება 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება კაფესა ან რესტორანში მზარეულის ან მზარეულის დამხმარის პოზიციაზე;
** შეგეძლოს მინიმუმ საბაზისო კომუნიკაცია ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე;
** იყო მონდომებული, ინტერესიანი, ენერგიული ტალანტი განვითარების სურვილით და პოტენციალით;
** ვაფასებთ დამატებით შემდეგ უნარებს: ორგანიზებულობას, შემოქმედებითობას, საქმის ხარისხიან შესრულებასა და პასუხისმგებლობის უნარს.

სამუშაო პირობები, რასაც კომპანია გთავაზობს:

** დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი, შეთანხმებით;
** საათობრივი ანაზღაურება - თვეში ჯამურად 1100-დან 1600 ლარამდე (გრაფიკის შესაბამისად);
** მეგობრული გუნდი;
** სამუშაო ადგილი აქტიურ, ტურისტულ ადგილზე - ტაბიძის ქ. (თავისუფლების მოედანთან).

თუ თვლი, რომ კულინარია შენი ცხოვრების გატაცებაა და გინდა, მიიღო საინტერესო გამოცდილება, იმუშაო დინამიკურ და საუკეთესო გუნდში, გამოგვეხმაურე მეილზე - info@hrinsights.ge

შერჩევას ახორციელებს კომპანია "HR Insights" - ის რეკრუტინგის გუნდი. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პერსონალურ მონაცემთა კანონის შესაბამისად, 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია