Робота для біженців з України
უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
PSP Pharma ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.

დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.

კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.

შპს "პსპ ფარმა" აცხადებს უსაფრთხოების თანამშრომლის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები: აფთიაქის დარბაზში არსებული პროდუქციის დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა

პიროვნული თვისებები და უნარები:

** თავაზიანობა, ტაქტიანობა
** დისციპლინირებულობა, პუნქტუალობა
** ყურადღებიანობა

სამუშაო პირობები:

** 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი
** კვირაში ორი დღე დასვენება
** ანაზღაურება: 1000 ლარი დარიცხული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე hr@psp.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 31 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე