Робота для біженців з України
ბარმენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენეჯერი
მომწოდებელი: სნეპ ფიტნეს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
ფიტნეს ბარი აცხადებს ვაკანსიას ბარმენეჯერის პოზიციაზე.


მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

გამოცდილება: მინ. 1-2 წელი მომსახურების ან მენეჯერულ პოზიციაზე (სასურველია ფიტნეს ბარ/კაფეს სფეროში)

მთავარი მოვალეობები:

** ფიტნეს ბარის ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზება და მართვა;
** თანამშრომელთა (ბარისტა/კონსულტანტების) აყვანა, მართვა და სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა;
** მარაგების კონტროლი და საჭირო პროდუქტების დროული შევსება;
** ხარისხის, სისუფთავისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვაზე ზედამხედველობა;
** გაყიდვების გაზრდაზე ორიენტირებული ინიციატივების დანერგვა (აქციები, შეთავაზებები);
** ფინანსური ანგარიშგების მომზადება (დღიური/თვიური შემოსავლები და ხარჯები);
** ფიტნეს კლუბის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა საერთო სტრატეგიის შესამუშავებლად.

უფლებები:

** გუნდის შერჩევასა და თანამშრომელთა შეფასებაში მონაწილეობა;
** პროდუქციის ასორტიმენტის, ფასების და მენიუს განახლების ინიცირება;
** ბარის ოპერაციულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლება;
** უკუკავშირის მიწოდება ფიტნეს კლუბის მენეჯმენტისთვის.

საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:

** მენეჯერულ ან სერვისის სფეროში გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციისა და ლიდერული უნარები;
** ფინანსური და ოპერაციული ანგარიშგების ძირითადი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას + ბონუს სისტემას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ელფოსტაზე: tatasologashvili@gmail.com

გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - ბარმენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე