Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: პიკოლა თოისი
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
"პიკოლა" არის სათამაშოებისა და საბავშვო ტანსაცმლის იმპორტიორი კომპანია, რომელიც ვაჭრობს საცალოდ. "პიკოლა თოისი" გახლავთ პიკოლას სათამაშოების ხაზი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის გასართობ პროდუქციას პატარებისთვის: სათამაშოები, ელექტრო მანქანები და მოტოციკლეტები, სასრიალოები, საქანელები, სახლები, ღობეები და ა.შ.

დამატებითი ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://piccolatoys.ge/

"პიკოლა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქუთაისის საწყობში.

მისამართი: ქუთაისი, პირველი ქუჩა 2გ. (ქვიტირთან)
სამუშაო გრაფიკი: 6 დღე კვირაში
სამუშაო საათები: ერთცვლიანი - 10:00-19:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი (გაზრდის პერსპექტივით).

ძირითადი მოვალეობები:

** სათამაშოების აკრება და გასაგზავნად გამზადება
** შოურუმში განსათავსებელი ელექტრო მანქანა/ველოსიპედის აწყობა
** საწყობში სათამაშოების ორგანიზება
** პროდუქციის მიღებაში მონაწილეობის მიღება
** პროდუქციის დასტიკერება

მოთხოვნები: გამოცდილება არ არის აუცილებელი, მთავარია კანდიდატი იყოს მონდომებული.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა;

კომპანია გთავაზობთ:

** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და კომფორტულ გარემოს;
** "პიკოლა თოისის" პროდუქციაზე ფასდაკლებას თანამშრომლისთვის;

თუ გსურთ, გახდეთ "პიკოლას" გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: info@piccolatoys.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ "საწყობის თანამშრომელი")

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 571 770 707
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე