Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=675420&print=yes&view=jobs
 
სერვის ელექტროინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის ელექტროინჟინერი
მომწოდებელი: Elta90 Medical Genetics
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
სამუშაოს აღწერილობა: "ELTA90" ეძებს სპეციალისტს, რომელიც დაიკავებს სერვის ინჟინრის თანამდებობას. თანამშრომლის მოვალეობა იქნება ლაბორატორიული, სამედიცინო და სამეცნიერო სფეროში, საინჟინრო საქმიანობაში ჩართულობა და წარმომადგენლობა. დასაქმებული განახორციელებს კლიენტებთან და პოტენციურ კლიენტებთან ვიზიტებს, ლაბორატორიული და სამედიცინო აპარატების შესწავლას და აღმოჩენილი წუნის გამოსწორებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

კომპანიის შესახებ:

ELTA 90 Medical Genetics-ი დაარსდა 2021 წელს და წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდის - ELTA90 ჯგუფის ნაწილს, რომელსაც აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება ევროპაში სამედიცინო და ლაბორატორიული აღჭურვილობის გაყიდვებისა და ამავე სფეროში კონსალტინგის მიმართულებით. კომპანიის სურვილია, დანერგოს ლაბორატორიებთან თანამშრომლობის ახალი გზა, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში.

ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ მტკიცე ურთიერთობები ყველა ჩვენს მომხმარებელთან, რომელთა მეშვეობით, დავეხმარებით ჩვენს მომხმარებლებს, აღჭურვილობის შეძენის მიმართულებით, მათ შორის გავწევთ უფასო კონსულტაციებს, მივმართავთ ყველა საჭირო მხარდაჭერას და შევასრულებთ ყველა ჩვენს დაპირებას.

ჩვენს ახალგაზრდა და მონდომებულ გუნდთან ერთად, ჩამოვაყალიბეთ ისეთი გაყიდვების პროცესი, რომლის მეშვეობითაც, ჩვენი წარმომადგენლობის მეშვეობით, ხელმისაწვდომს ვხდით მომწოდებლების პროდუქტს ნებისმიერი სახის ლაბორატორიისთვის.

ELTA90 ჯგუფის ევროპის ბაზარზე (11 ქვეყანაში) მოღვაწეობის 20 წლიანი გამოცდილების შედეგად, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საიმედო პარტნიორობას ვუწევთ მომხმარებლებსა და მწარმოებლებს.

კომპანიის ექსპერტიზის სფერო მოიცავს კლინიკური ლაბორატორიიდან, გენეტიკის და ინ ვიტრო განაყოფიერების მაღალტექნოლოგიურ სფეროებში მოღვაწე ლაბორატორიების მომარაგების მომსახურებას.

ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ პროდუქტებს, ჩვენ ვყიდით გადაწყვეტილებებს სრულყოფილი პროექტებისთვის, რასაც მომხმარებელთან მჭიდრო კომუნიკაციის მეშვეობით უზრუნველვყოფთ.

დასაქმებულის მიმართ არსებული მოთხოვნები და სასურველი უნარები და მოთხოვნები:

** ელექტროინჟინერი (მაცივრების შეკეთების გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება)
** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა
** დიდი რაოდენობით ახალი ინფორმაციის შთანთქმის უნარი
** ზუსტი და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობაში
** მართვის მოწმობა

რასაც ჩვენ გთავაზობთ:

** კარგი ხელფასი
** ტრენინგები და კურსები
** საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება
** საქმიანი ვიზიტები ევროკავშირში

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ CV მეილზე: info@elta90mg.com; paulo.s@elta90mg.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია