Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=675416&print=yes&view=jobs
 
კომერციული დეპარტამენტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დეპარტამენტის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბლექ სი დისთრიბუშენი
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას  კომერციული დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე.

ვაკანსია ცხადდება ამ სფეროში დამწყებთათვის, ადგილზე შესწავლის და განვითარების პერსპექტივით.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1000 ლარი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში (6 თვე)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა - B2
** განათლება - სასურველია (ბიზნეს ადმინისტრირების ან/და ფინანსების მიმართულებით)
** საოფისე პროგრამების ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომერციული სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება
** მომწოდებლებთან მოლაპარაკება
** ფასების კვლევა და კონკურენტული შეთავაზებების ფორმირება
** ახალი ბრენდების შერჩევა და ასორტიმენტის გაფართოება
** გაყიდვების და მარკეტინგის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა
** ბაზრის ანალიზი და ფასების პოლიტიკის მართვა

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა

შერჩევის ეტაპები მოიცავს ტესტირებას Excel-ის საბაზისო დონესა და ინგლისურში (B2)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@blackseadistribution.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "კომერციული დეპარტამენტის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია