Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=675402&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Manamo Home
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" - აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. რუსთავში.

დასაქმების ტიპი: დროებითი - 2 თვის ვადით, 2025 წლის დეკემბრის თვის ბოლომდე.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
** სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე;

სამუშაო გრაფიკი:

სრული განაკვეთი - კვირაში 6 სამუშაო დღე, რაც მოიცავს:

2 დღე - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება
4 დღე - 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის სტანდარტული წესით და ვიზუალურად მიმზიდველი განლაგების უზრუნველყოფა;
** ახალი პროდუქციის ასორტიმენტის შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის ფლობა;
** მომხმარებლის ინფორმირება მიმდინარე აქციების და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
** მაღაზიაში წესრიგისა და მოწესრიგებული სავაჭრო სივრცის უზრუნველყოფა.

აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@manamohome.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი რუსთავში

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ Manamo Home დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია