Робота для біженців з України
ინტელექტუალური სისტემის/ეაის კავშირის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტელექტუალური სისტემის/ეაის კავშირის ინჟინერი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ზედა საფეხურის საინფორმაციო - გამომთვლელი კომპლექსის (სგკ) მოწყობილობის და ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის (ეაის) კავშირის ინჟინრის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური (პროფილური) განათლება;
** უსაფრთხოების IV ჯგუფის საკვალიფიკაციო მოწმობა;
** ანალოგიური სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word;
** რუსული ენის ცოდნა;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** სისტემაში მიღებული მონაცემების სისრულის ყოველდღიური კონტროლი და ანალიზი; განყოფილების ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის გადაცემა გამოვლენილი უწესივრობების შესახებ, სისტემის ელემენტების შემოწმებაში მონაწილეობის მიღება და უწესივრობების აღმოფხვრა.
** მოწყობილობის და ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის (ეაის) ელემენტების (კომუნიკაციის საშუალებების, აღრიცხვის მოწყობილობების და სხვა) რემონტი და აღდგენა.
** დაშორებულ ობიექტებთან კავშირის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ღონისძიებების რეალიზაციის უზრუნველყოფა, ანალიზი და დამუშავება, კავშირის ალტერნატიული არხების შერჩევა;
** დარეგულირების, საცდელი ექსპლუატაციის სამუშაოებში მონაწილეობა და (ეაის) ტექნიკური საშუალებების კომპლექსის მოქმედებაში ეტაპობრივი შეყვანა.
** მონაწილეობის მიღება (საჭიროების მიხედვით) ახალი აღრიცხვის (წერტილების) კვანძების მონტაჟში, ან უკვე არსებული აღრიცხვის კვანძების აღდგენაში, სისტემაში აღრიცხვის კვანძის მიერთების უზრუნველყოფის მიზნით;
** საინფორმაციო - გამომთვლელი კომპლექსის (სგკ) და ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის (ეაის) მოწყობილობის კონტროლი და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა.
** სისტემაში მტყუნების და დარღვევების მიზეზების შესწავლა, მათი აღმოფხვრის და გაფრთხილების შესახებ წინადადებების შემუშავება, (ეაის) ხარისხის და საიმედოობის გაზრდა.
** საინფორმაციო - გამომთვლელი კომპლექსის (სგკ) მოწყობილობის ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: vakansia@telasi.ge 2025 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. აუცილებლად ქართულ და რუსულ ენაზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე