დასახელება:
ლოჯისტიკისა და შესყიდვების მენჯერი
|
მომწოდებელი:
თერმორუმი
|
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
|
კომპანია "თერმორუმი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
კომპანია "თერმორუმი" 9 წელია საქართველოს ბაზარზე. ის ერთ-ერთი ლიდერია გათბობის, ვენტილაციის, კონდიცირებისა და წყალმომარაგების სფეროში. იგი მომხმარებელს სთავაზობს მოწინავე ევროპული მწარმოებლების უმაღლესი ხარისხის პროდუქციას; აქვს საკუთარი სერვის ცენტრი.
ჩვენი მისიაა მომხმარებელს შევთავაზოთ მათი კომფორტისათვის აუცილებელი მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელსაც აწარმოებენ მსოფლიოს ლიდერი კომპანიები. ჩვენი მიზანია ბაზარზე დავამკვიდროთ ენერგოეფექტური და ინოვაციური პროდუქცია.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს https://trm.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** საერთაშორისო გადაზიდვებისა და შიდა შესყიდვები პროცესების ეფექტიანი მართვა;
** ადგილობრივი და საერთაშორისო შეკვეთების განთავსება;
** ტვირთების დაზღვევის მიზნით სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობა. საერთაშორისო გადაზიდვების სადაზღვევო ხარჯების აღრიცხვა.
** პროდუქციის დროული დატვირთვისა და იმპორტის მიზნით სატრანსპორტო გადამზიდ კომპანიებთან თანამშრომლობა;
** ტვირთის ადგილმდებარეობისა და მარშრუტის მონიტორინგი. სხვადასხვა დაინტერესებული დეპარტამენტებისათვის ტვირთების დატვირთვის, საზღვართან მოახლოებას, საბაჟოზე შესვლისა და საწყობში შემოსვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
** პროდუქციის გადაზიდვასთან დაკავშირებული და საბაჟო დოკუმენტაციის დადგენილ ვადებში სრულყოფილად მომზადება.
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე საბუთების ატვირთვა და დასტურის შეუფერხებლად მიღების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში ბაზრის ზედამხედველობისათვის საბუთების მიწოდება.
** ბუღალტერიისათვის იმპორტთან დაკავშირებული ხარჯების (საბაჟო მოსაკრებელი, გადატვირთვა, შიდა გადაზიდვა, დაზღვევა, მოცდენა და სხვა) შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ტვირთის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა თბილისის საბაჟოდან საწყობამდე ან კომპანიის სხვა ობიექტამდე.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სპეციალობით;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოჯისტიკისა და შესყიდვების მიმართულებით;
** სასურველია საბაჟო საკითხების ცოდნა - შესაბამისი სერტიფიკატი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** მოწესრიგებულობა;
** კომუნიკაბელურობა.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი - სრული;
** სამუშაო ადგილი- ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 37
** ანაზღაურება - საწყის ეტაპზე 2000 (ნეტი) ლარი
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელმისამართზე: hr@thermorum.com
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 17 ნოემბერი
გთხოვთ, მეილში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
გისურვებთ წარმატებებს!
აპლიკაციის hr@Thermorum.ge-ზე გამოგზავნით გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას შპს "თერმორუმს", რომ მიიღოს და დაამუშაოს ჩემ მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია (ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია). მე ვაცნობიერებ, რომ ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის, ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 6 თვის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად.
|
|
|
|