დასახელება:
კორპორაციული გარე გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მეტალფორმი
|
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
|
მეტალის ნაკეთობების საწარმო კომპანია "მეტალფორმი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
დასვენების დღე: შაბათი-კვირა
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი (NET) + ბონუსი
ძირითადი ფუნქციები:
** გაყიდვების მცოდნე/გამოცდილი;
** გაყიდვების ყოველთვიური გეგმის შესაბამისად საკუთარი დღის დაგეგმვა;
** ყოველდღიურ რეჟიმში ახალი კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** კომპანიის მომსახურების და პროდუქციის გაცნობა პოტენციური კლიენტებისათვის;
** ხანგრძლივი და წარმატებული ურთიერთობის დამყარება/განვითარება კლიენტებთან;
** კლიენტების საქმიანობის ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება კონკრეტული კლიენტის ჭრილში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება გაყიდვებში, სასურველია სამშენებლო სფერო (არანაკლებ 1-2 წელი);
** სასურველია გარკვეული შეხება სამშენებლო მასალების სფეროსთან;
** უცხო ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების ცოდნა. (MC Word, MC Excel, Power point).
პიროვნული უნარები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის და წარმოების უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: metalforminfo@gmail.com და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - კორპორაციული გარე გაყიდვების მენეჯერი.
|
|
|
|