დასახელება:
სოციალური მედია მენეჯერი/ ედვერთაიზერი
|
მომწოდებელი:
აქვა გეო
|
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
|
შპს "აქვა გეო" - მინერალური წყალი "სნო"-ს და გაზირებული მინერალური წყალი "კობი"-ს მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ფლობს თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ 2 ქარხანას სოფელ მისაქციელში და კობში. ჩვენ გთავაზობთ გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობას.
კომპანია "აქვა გეო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სოციალური მედია მენეჯერი/ ედვერთაიზერი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: დისტანციური
** ვაკანტური ადგილი: 1
ფუნქცია-მოვალეობები:
** სოციალური მედიის სარეკლამო სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელება Meta-ს პლატფორმებზე;
** Meta პლატფორმებზე (Facebook Ads Manager / Instagram Ads Manager)სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და მონიტორინგი;
** მიზნობრივი აუდიტორიის სწორად შერჩევა და სეგმენტაცია
** რეკლამების ტიპების მართვა (Engagement, Awareness, Traffic, სხვ.);
** კამპანიების ბიუჯეტის მართვა;
** კონკურენტული გარემოს და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
** თვის ჭრილში შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი (reach, impressions, engagement, CTR, CPC და სხვა მაჩვენებლები);
** Meta-ს სარეკლამო პოლიტიკის დაცვა და კამპანიების განხორციელება პოლიტიკასთან შესაბამისად;
** Google Analytics-ის გამოყენება კამპანიების შედეგების ანალიზისა და ოპტიმიზაციისთვის.
ცოდნა და გამოცდილება:
** სამუშაო გამოცდილება ედვერთაიზერის თანამდებობაზე ;
** სარეკლამო პლატფორმების (Meta Ads Manager) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ციფრული მარკეტინგის პრინციპების და სტრატეგიების ცოდნა;
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ფლობა;
** ციფრული სარეკლამო კამპანიების მართვის ცოდნა;
** Google Analytics-ის მუშაობის უნარი;
** Excel/Google Sheets-ში მუშაობის უნარი.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე info@aquageo.ge.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
კომპანია "აქვა გეო" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|