Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=675345&print=yes&view=jobs
 
სუპერმარკეტის კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუპერმარკეტის კონსულტანტი
მომწოდებელი: თურსა
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
კომპანია "თურსა" ეძებს სუპერმარკეტის კონსულტანტს.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის N13 ბ;
სამუშაო გრაფიკი: 7.5 საათიანი გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა;
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მხიარული, მუდამ მომღიმარი, თავაზიანი.

აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 3-4 დღე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tursa.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "კონსულტანტი".

სამი თვის შემდეგ კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევას.

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია