Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=675330&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოთხოვნები: სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კეთილსინდისიერება;
** ორგანიზებული.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის აგროვება შეკვეთაში განსაზღვრული ზუსტი სახეობების, რაოდენობების მიხედვით;
** გასაცემად გამზადებული შეკვეთების მძღოლისთვის მითვლა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა;
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** სამუშაო ადგილზე მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** საწყობში არსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: newpartycity@gmail.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - საწყობის თანამშრომელი

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია