Робота для біженців з України
ქცევითი თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქცევითი თერაპევტი
მომწოდებელი: ABA თერაპიის სივრცე
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
ქცევითი თერაპიის ცენტრი "ABA თერაპიის სივრცე" აცხადებს ვაკანსიას ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე. პოზიცია განკუთვნილია პასუხისმგებლობიანი და პროფესიული განვითარებისკენ ორიენტირებული სპეციალისტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მუშაობით ქცევითი თერაპიით (ABA თერაპია).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გავლილი უნდა ჰქონდეს ქცევითი თერაპიის საბაზისო 40-საათიანი ტრენინგი;
** განათლება: ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულების ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და ბავშვებთან მუშაობის სურვილი.
** ფლობდეს რუსულ ენას (საბაზისო დონეზე);

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
** რეგულარულ სუპერვიზიასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას ქცევითი თერაპიის სფეროში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ელ. ფოსტა: vacancyvacancy551@gmail.com
ტელეფონი: 555 48 65 59
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე