დასახელება:
მონიტორინგის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ალტა
|
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
|
"ალტა" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიოს ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, დიდუბე, წერეთლის 123/სამგორი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ვიდეო კამერების მეშვეობით შესაბამისი სივრცეების (სასაწყობე და მიმდებარე ტერიტორია) მონიტორინგის პროცესის მართვა როგორც მიმდინარე, ისე ვიდეო ჩანაწერების რეჟიმში;
** საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერების ამოღება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** პერიოდული ვიზიტები იმ სივრცეებში, სადაც უშუალოდ მიმდინარეობს მონიტორინგი;
** სამუშაო პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების დადგენა და დროული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** განგაშის შემთხვევაში პასუხისმგებელ პირებთან დროული უკუკავშირი;
** ობიექტიდან ნივთის მითვისებისა და ვანდალიზმის აღკვეთა/პრევენცია;
** უსაფრთხოების სისტემების დახვეწის მიზნით საჭირო რეკომენდაციებისა და რეპორტების წარმოება;
** ვიდეო კამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გადამისამართება პასუხისმგებელ პირთან;
** სასაწყობე სივრცეებში მომუშავე პერსონალის შინაგანაწესის კონტროლი;
** კონფიდენციალურობის პოლიტიკის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ვერბალური/წერითი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრეზენტაბელურობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ განაცხადი "შეავსე სააპლიკაციო ფორმა" ღილაკის მეშვეობით.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/Yy6VBeQ0fP
|
|
|
|