Робота для біженців з України
ქსელის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა"-ის შვილობილი კომპანია შპს "ვინჩერო"< აცხადებს ვაკანსიას ქსელის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელის განვითარება კომერციული მიმართულებით;
** მაღაზიების ქსელის გაფართოების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება ახალი ლოკაციების მოძიება, შეფასება და შერჩევა ბიზნეს მიზნების გათვალისწინებით პროექტის ეტაპების მონიტორინგი — კონცეფციის დაგეგმვიდან გახსნამდე ბაზრის ანალიზი, კონკურენტული გარემოს შეფასება და სამომავლო ზრდის შესაძლებლობების განსაზღვრა;
** გუნდის მართვა;
** ფასმაჩვენებლის კონტროლი;
** ბაზრის ანალიზი, კონკურენტული გარემოს შეფასება და სამომავლო ზრდის შესაძლებლობების განსაზღვრა;
** მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა/კონტროლი კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
გაყიდვების ანალიტიკა, მომხმარებელთა კმაყოფილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** უმაღლესი განათლება

პიროვნული თვისებები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** დროის მართვის უნარი
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე