Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=675181&print=yes&view=jobs
 
შრომის უსაფრთხოების მენეჯერი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.

ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები, საჭირო კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები:

ძირითადი მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და დანერგვა სამუშაო სივრცეში;
** შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული სწავლებების გრაფიკის შედგენა, ორგანიზება და ჩატარების უზრუნველყოფა;
** შრომის უსაფრთხოების პროცედურებისა და საშუალებების გადახედვა რისკების შესაფასებლად და კანონებთან შესაბამისობისთვის;
** რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ბარამბო" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია