Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე, ბათუმში.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის 5.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:30 სთ. შაბათი 09:00-15:00დასვენების დღე კვირა, შესვენება დღეში 1 საათი.
ანაზღაურება: 1600 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში მიმდინარე პროცესების ზედამხედველობა;
** საქონლის შეკვეთების მიღების, გაგზავნის და მომხმარებელთან დროულად მიტანის დაგეგმვა და მონიტორინგი;
** სასაწყობე მარაგების გადახედვა და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
** საწყობის თანამშრომელთა შორის სამუშაოს გადანაწილება, კოორდინირება, მართვა.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge 595089796

გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე