დასახელება:
II კატეგორიის ტექნიკოსი ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურში
|
მომწოდებელი:
საქაერონავიგაცია
|
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურში II კატეგორიის ტექნიკოსის პოზიციაზე.
თბილისი - 1 ვაკანსია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საქართველოს მოქალაქეობა
** საშუალო/ სპეციალიზებული ტექნიკური განათლება
** ქართული ენის ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება - გათბობა - გაგრილების და ვენტილაციის (HVAC) სისტემებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2025 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.
თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - "ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის - II კატეგორიის ტექნიკოსი".
გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
|
|
|
|