Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=675157&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის და ბრენდის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის და ბრენდის მენეჯერი
მომწოდებელი: Elemis
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
"ლოქსიტან ჯგუფის" წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ბრიტანული ბრენდი "ELEMIS"-ს მარკეტინგისა და ბრენდის მენეჯერის პოზიციაზე, საქართველოში.

ELEMIS — პრემიუმ კლასის, ინოვაციური ბრიტანული ბრენდია, რომელიც მსოფლიოს სპა და კანის მოვლის ინდუსტრიაში, წამყვან პოზიციას იკავებს. ბრენდის ფილოსოფია ეფუძნება მეცნიერებისა და ბუნების სინთეზს, რაც მის 200-ზე მეტ პროდუქტშია ასახული — მათ შორის ისეთ გლობალურ ბესთსელერებში, როგორიცაა Pro-Collagen Marine Cream, Cleansing Balm და Superfood სერია.

1989 წელს, ლონდონში დაარსებული ELEMIS, 2019 წლიდან წარმოადგენს L`Occitane Group-ის ნაწილს. ბრენდი დღეს უკვე 45-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და ფლობს B Corp სერტიფიკატს, რაც მის ბიომრავალფეროვნების დაცვისადმი ვალდებულებას უსვამს ხაზს.

ELEMIS-ში მუშაობა ნიშნავს ინოვაციურ, შემოქმედებით და შთამაგონებელ გარემოში ყოფნას — გუნდთან ერთად, რომელიც ყოველდღიურად ქმნის ახალ სტანდარტებს სილამაზისა და თავის მოვლის სფეროში.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან მალე ექნება საშუალება თავად გამოცადონ გამორჩეული სილამაზის ბრენდი და გაიგონ, თუ რატომ უყვარს ის ამდენ მომხმარებელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის გლობალური სამოქმედო, მარკეტინგული სტრატეგიის ადაპტირება, ბიუჯეტის შემუშავება და იმპლემეტაცია საქართველოს ბაზარზე;
** ბრენდის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება სოციალური ქსელის, მედიასთან კომუნიკაციისა და სხვადასსვხა PR პროექტების განხორცილეებით;
** მუდმივი კომუნიკაცია ბრენდის მომწოდებელთან, წინასწარი შეკვეთების განთავსება.
** ტრენინგებში, ბრენდის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა და მონაწილეობა;
** მჭიდრო კომუნიკაცია სილამაზის სფეროს ყველა ცნობილ ადამიანთან, სარეკლამო სააგენტოებთან სხვადასხვა პროექტებისა და ივენთების განხორციელების მიზნით;
** ზრუნვა გუნდის წევრების პროდუქციის ცოდნის ამაღლებასა და მოტივაციაზე, ტრენინგებისა და სხვადასხვა კონკურსების ჩატარება/ორგანიზება მათთვის.
** ყოველთვიური რეპორტინგი ბრენდის წარმომადგენლებთან და უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით.
** სამუშაო გამოცდილება იმავე პოზიციაზე სილამაზის სფეროში / მარკეტინგის დეპარტამენტში მინიმუმ 3 წელი, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე, ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - სავალდებულოა;
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალ და მზარდ ანაზღაურებას; ბონუსურ სისტემას (კვარტლური / წლიური).
** სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო ხარჯები; საცურაო აუზის ულიმიტო აბონემენტს (ფიტნესი და აუზი) და სხვა;
** სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ვაკე-საბურთალოს ტერიტორია.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00 - 18:00 სთ. 2 დღე დასვენება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@luxart.ge ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ELEMIS"-ს მარკეტინგისა და ბრენდის მენეჯერის პოზიცია საქართველოში.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"ლუქსარტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია