Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=675155&print=yes&view=jobs
 
რადიონავიგაციის სამსახურში I კატეგორიის ტექნიკოსი - წნორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რადიონავიგაციის სამსახურში I კატეგორიის ტექნიკოსი
მომწოდებელი: საქაერონავიგაცია
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს რადიონავიგაციის სამსახურში I კატეგორიის ტექნიკოსის პოზიციაზე.

წნორი - 1 ვაკანსია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საქართველოს მოქალაქეობა;
** საშუალო განათლება;
** სამუშაო გამოცდილება - ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენა - გამართულად.

პიროვნული თვისებები:

** ტექნიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, ოპერატიულ ცვლაში მუშაობა;
** რადიონავიგაციის სამსახურის ტექნიკური საშუალებების და მოწყობილობების ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება;
** საჭირო ქმედებების განხორციელება რადიონავიგაციის სამსახურის მიერ შემუშავებული ინსტრუქციების მიხედვით;
** არსებული ინსტრუქციების და პროცედურების დროული და ხარისხიანი შესრულება;
** უშუალო უფროსს ოპერატიულად მოახსენოს გამოვლენილი გაუმართაობის, დეფექტის, ხარვეზის, დაზიანებების შესახებ;
** გაუფრთხილდეს და დაიცვას საზოგადოების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.
** მონაწილეობა მიიღოს ტექნიკური და სხვა დამხმარე საშუალებების სამონტაჟო, სარემონტო და გაწყობით სამუშაოებში;
** დადგენილი დოკუმენტაციის წარმოება.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2025 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.

თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - " რადიონავიგაციის სამსახური - ტექნიკოსი".

გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია