დასახელება:
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) შესარჩევად.
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1180 (ათასასოთხმოცი) ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).
შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით). შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით.
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** ჰქონდეს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
** ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office; Internet Browser).
აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა;
** ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
** დასაბუთების უნარი;
** ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
** პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
** ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
** კრეატიულობა
აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
** "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონს;
** "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონს;
** თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას;
** ფაკულტეტის დებულებას;
** თსუ წესდებას.
** ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებულ თსუ - ში მოქმედ რეგულაციებს.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) პოზიციაზე შერჩეულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების შეასრულება:
1) მობილობის პროცესში გადმოსული სტუდენტების მიერ თსუ-სა და სხვა უსდ საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში მოპოვებული კრედიტების აღიარების პროცედურაში მონაწილეობა;
2) სასწავლო კურსის სილაბუსებში და საგანმანათლებლო პროგრამებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის საორგანიზაციო საქმიანობაში მონაწილეობა;
3) საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო კურსების სილაბუსების ანოტაციების მომზადება
და სილაბუსების ბაზაში დროულად განთავსება;
4) სასწავლო კურსების და აკადემიური პერსონალის შესახებ სტუდენტთა გამოკითხვის ორგანიზებაში მონაწილეობა და შედეგების შესახებ აკადემიური პერსონალისათვის ინფორმაციის მიწოდება;
5) საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობა;
კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა - "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.
ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 2025 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge და სათაურის ველში უნდა მიეთითოს - "ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) პოზიცია".
|
|
|
|