Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=675026&print=yes&view=jobs
 
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე შესარჩევად.

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სპეციალისტის (შტატგარეშე) ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 900 (ცხრაასი) ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).

შერჩეული კანდიდატი დასაქმდება ხელშეკრულებით სამთვიანი გამოსაცდელი ვადით (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით).
შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი; გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Microsoft Office; Internet Browser;

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა;
** ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
** დასაბუთების უნარი;
** ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
** პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
** ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
** კრეატიულობა

აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

** "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონს;
** სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულებას;
** ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებულ თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე შერჩეულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების შესრულება:

1) კომპეტენციის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) შემუშავება-დაგეგმვისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა;
2) საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო კურსების სილაბუსებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ტექნიკურ საქმიანობაში მონაწილეობა;
3) საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების სილაბუსების ანოტაციების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
4) ფაკულტეტზე სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა საზღვარგარეთ ან სხვა უმაღლესს სასწავლებელში მიღებული კრედიტების აღიარებაზე, საგნის თავსებადობაზე (ფაკულტეტზე არსებული საგნების
სილაბუსების შედარება სხვა უმაღლესი სასწავლებლის საგნებთან) და მიმდინარე სასწავლო პროცესში ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებზე;
6) სასწავლო კურსების და აკადემიური პერსონალის შესახებ სტუდენტთა გამოკითხვაში, მათ შორის ფოკუს ჯგუფებში, ჩართულობა; გამოკითხვის შედეგების შესახებ პროგრამის ხელმძღვანელებისთვის, და საჭიროების შემთხვევაში აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის, ინფორმაციის მიწოდება;
7) სამსახურში შემოსულ კორესპონდენციებზე საპასუხო წერილებისა და ოქმების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

** განცხადება;
** CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა - "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.

ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 2025 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge და სათაურის ველში უნდა მიეთითოს - "სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიცია".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია