დასახელება:
საოპერაციო და ტექნიკური ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია
|
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
|
სს "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია" აცხადებს გრძელვადიანი პოზიციას საოპერაციო და ტექნიკური ადმინისტრატორის ვაკანსიაზე.
პოზიციის მიზანია კომპანიის ჰიდრო და ქარის ელექტროსადგურების შეუფერხებელი ოპერირების, ტექნიკური მომსახურებისა და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტური კოორდინაცია, სამუშაოების დაგეგმვა და მონიტორინგი, ასევე ოპერაციული დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება.
შერჩეული კანდიდატის სამუშაოს დაწყება იგეგმება 2025 წლის დეკემბრიდან.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მფლობელობაში არსებული 4 ჰიდროელექტროსადგურისა და 1 ქარის ელექტროსადგურის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** ობიექტების ოპერაციების მონიტორინგი და შეფერხების შემთხვევაში დროული რეაგირება;
** პერიოდული ვიზიტები ობიექტებზე არსებული მდგომარეობის შესაფასებლად;
** სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
** განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ მონაცემების რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში;
** ERP სისტემაში მარაგებისა და მომსახურების შესყიდვის მოთხოვნების მონიტორინგი;
** მონაწილეობა მიმდინარე პროექტების მართვასა და შესრულებაში;
** კორესპონდენციის მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ტექნიკური და ოპერაციული რეპორტების მომზადება;
** შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა ყველა ოპერაციის შესრულებისას;
** დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ რეგულარული რეპორტინგი;
** კომპანიის შინაგანაწესის, დებულებებისა და ბრძანებების შესრულება.
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ენერგეტიკის ან ტექნიკური მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების ცოდნა; სასურველია ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების კარგი ფლობა;
** დოკუმენტებისა და კორესპონდენციის მართვის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა (სასურველია).
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ახალ გარემოსთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის და კონტროლის უნარი;
** კომუნიკაციის ძლიერი უნარ-ჩვევები;
** კოლეგიალურობა და გუნდში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@grpc.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|